logo
ENG



დენისოვას თქმით, სააკაშვილი მძიმედაა, მას შეზღუდული შესაძლებლობები ან სიკვდილი ემუქრება

28 აპრ 202220:50
3 წუთის საკითხავი
 
დენისოვას თქმით, სააკაშვილი მძიმედაა, მას შეზღუდული შესაძლებლობები ან სიკვდილი ემუქრება

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სათანადო მკურნალობით უზრუნველყონ და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაიცვან.

როგორც დენისოვა Facebook-ზე წერს, უკრაინის მოქალაქე, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და დაუყოვნებლივ საზღვარგარეთის კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს.

"ეს დაადასტურა ექიმმა ოთარ თოიძემ. სააკაშვილის მკურნალობის გაჭიანურებამ შესაძლოა ის შეზღუდულ შესაძლებლობამდე მიიყვანოს, შემდგომში კი საერთოდ ლეტალური შედეგით დასრულდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ სააკაშვილს სჭირდება მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში ან საზღვარგარეთის კლინიკაში მკურნალობა", - წერს უკრაინის ომბუდსმენი.


close დახურვა