logo
ENG



დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

20 ოქტ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 
96jny5e14k4raai.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ქართული ოცნების წევრმა ფორმულას განუცხადა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

"ნამდვილად დამიდასტურდა. ახლა საავადმყოფოში ვარ. არ მინდოდა გადასვლა, მაგრამ მსუბუქ ფორმებში ორმხრივი პნევმონია მაქვს და ექიმების რჩევით გადავედი - თავს კარგად ვგრძნობ", - განაცხადა მხეიძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თანაგუნდელებთან შეხება არ ჰქონია. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 19 857 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან, 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 158 გარდაიცვალა.

 

 

 


close დახურვა