logo
ENG



დეპუტატ ლაშხს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს

28 მაი 202321:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/28/hsvpdx63aslm3sc.png

ქართული ოცნების დეპუტატ მარიამ ლაშხს მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

ფორმულას გადაცემა დროებასთან ის ამბობს, რომ ღარიბაშვილი მშვიდობის ნაწილში კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

მისი თქმით, გავა დრო და "ნობელი იქნება თუ რა იქნება", აღიარებული იქნება, რომ "ეს პერიოდი საქართველომ მშვიდობით გაიარა", რაც ღარიბაშვილის დამსახურებაა.

"მე დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ეს, საქართველოს მაგალითს, როგორ შეინარჩუნო ასეთ ტურბულენტურ პერიოდში მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყანაში, აუცილებლად ექნება აღიარება.

რა თქმა უნდა [ღარიბაშვილის დამსახურებაა], ქვეყნის ლიდერია და ქვეყნის ლიდერი განსაზღვრას ქვეყანაში პოლიტიკას. ნობელი იქნება თუ რა იქნება, მე უბრალოდ ვიძახი, რომ აღიარება აუცილებლად იქნება, შეიძლება დღეს და ხვალ ამ გამოწვევის ფონზე არა, მაგრამ არის ისეთი საუბრებიც, რომ ზოგადად აღიარება იმის, რომ საქართველომ ამ პერიოდში, ამ ტურბულენტურ პერიოდში ასე მშვიდობიანად გაიაროს, ნამდვილად დასაფასებელია და ვფიქრობ, აღიარება იქნება", - ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ აღიარებს ამას, რადგან ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან სულ კრიტიკა ისმის, დეპუტატი პასუხობს, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც "აფასებენ, რომ საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს", დამაზუსტებელ კითხვაზე კი, რომ ერთი ვინმე მაინც დაასახელოს, ლაშხი ამბობს, რომ ახლახანს ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი და საჯაროდ მსგავსი განცხადება არ ყოფილა, თუმცა დახურულ კარს მიღმა იყო.

21 მაისს პრორუსი და პუტინისტი ვალერი კვარაცხელია გამოვიდა ინიციატივით, ქართველმა ხალხმა ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინოს. ეს იდეა მოეწონა სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს.


close დახურვა