logo
ENG


სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული წითელაშვილი: ღარიბაშვილი ნობელის პრემია უნდა მივანიჭოთ
  • 1229ნახვები

ჩემი აზრით და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, მართლაც უნდა მივანიჭოთ ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია, რადგან დღეს საქართველო დაერევა დანის პირზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ააცილოს ის პროვოკაციები, რომელი პროვოკაციებიც მომდინარეობს აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ და აქ ჩანერგილი აგენტურის წინააღმდეგ, რომელი აგენტურაც დღეს გააქტიურებული არის ქალბატონი კელი დეგნანის მიერ.

პრემიერი მადლობისთვის არაფერს არ აკეთებს, ის აკეთებს საქართველოსთვის ყველაფერს, საქართველოს მოსახლეობისთვის და ამიტომ, მადლობელი იქნება თუ არ იქნება, მაგას ჩემთვის არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გადავდგათ ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც დაიმსახურა საქართველოს პრემიერმა მშვიდობასთან დაკავშირებით.

ამბობს TV პირველთან სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი. წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ციხე 2013 წელს დატოვა.

გუშინ, 21 მაისს პრორუსი ვალერი კვარაცხელია გამოვიდა ინიციატივით, ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა