ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.
მოგვიანებით, შენობაში შესასვლელ კარებთან სახანძრო მანქანა დააყენეს, რათა კამერებს მმართველი გუნდის გადაადგილება ვერ დაეფიქსირებინათ.
დღეს, 9 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილოს.
მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.
ამის პარალალურად სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იფიცებიან და სასწავლო პროცესს აჩერებენ.