პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, დიტო სამხარაძე აირწინაღებისა და სათვალეების გაყიდვის გამო სავაჭრო ცენტრ "გორგიას" ემუქრება. სამხარაძე მუქარის შემცველ პოსტს ფეისბუქით ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრმა "გორგიამ" ნიღბებზე, აიწინაღებსა და სათვალეებზე დღეს ფასდაკლება გამოაცხადა.
"ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ‼️ ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო‼️ ეს პრასტიტუტკები" - წერს დეპუტატი, რომელიც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტებით გამოირჩევა, ამასთან კოლეგებს ოპოზიციიდან და კრიტიკოსებს საჯაროდ აგინებს.
ამასთან, "გორგიას" ძალადობის წამხალისებელი პროპაგანდისტულმა მედიებმა უწოდეს.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.