ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2021 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ 1 518 445 ლარიდან 1 500 013 ლარი ანუ 99%, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში მთავრობის აპარატსა და სამინისტროებს საშუალოდ 26 მანქანა ემსახურებოდა, რომელთა საწვავის ხარჯმა 513 200 ლარი შეადგინა.
"აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა მინისტრი ირაკლი კობახიძის სიძე - დავით ფაცაციაა, რომელმაც 2020-2022 წლებში 138 243 ლარის ხელფასი აიღო, ხოლო კულტურის მინისტრი ხელისუფლების ღიად მხარდამჭერი ყოფილი ჟურნალისტი ეკა ხოფერიაა, რომელმაც 2020-2022 წლებში 143 450 ლარის ხელფასი აიღო", - ამბობენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და ასე გამოიყურება :
- 2020 წელს - 19,080,780 ლარი
- 2021 წელს - 20,770,000 ლარი
- 2022 წელს - 23,500,000 ლარი
ფლანგვის დეტექტორის თქმით, აფხაზეთის მთავრობას ცენტრალური ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარით აფინანსებენ, რისი უპირველესი მიზანი საქართველოში მცხოვრები 263 000 იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური დახმარება და ხელშეწყობა უნდა იყოს, აგრეთვე მათი ინტეგრაციისთვის მიმართული ნაბიჯები.