73 წლის ვახტანგ დვალიშვილმა პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიას ღვაწლმოსილი ქუთაისელის ორი საპატიო სიგელი დაუბრუნა.
ქალაქის ყოფილი არქიტექტორი აცხადებს, რომ ქუთაისის ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა არასწორად მიმდინარეობს. დვალიშვილის თქმით, სიგელებს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ მუზეუმის რეკონსტრუქცია სწორი მიმართულებით წარიმართება.
ყოფილი მუზეუმის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და ბანერზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის 15 თებერვალს უნდა დასრულდეს. თუმცა, რეკონსტრუქციის დროს შენობის დიდი ნაწილი დაინგრა და ამიტომ რეაბილიტაციის დასრულება თებერვალში ვერ მოხდება.