logo
ENG



დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

05 იან 202110:49
3 წუთის საკითხავი
 

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საყოველთაო კარანტინის დროს დაწესებული შეზღუდვები, მინიმუმ, თებერვლის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს. პრემიერის განცხადებით, პანდემიის დაწყების დღიდან საავადმყოფოები ყველაზე დიდ დატვირთვას სწორედ ახლა განიცდიან.

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ს აჭარბებს. 

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს.


close დახურვა