logo
ENG



დიდ დიღომში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

20 მაი 202123:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/20/wvtofzrcam5f6rd.jpg

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ "მინი კუპერის" მარკის ავტომობილი ტაქსის დაეჯახა, შემდეგ კი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.

ავარიის შედეგად დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა