დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.