დიდი დიღმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორი ავტომობილი დაიწვა. როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლი კი ლიკვიდირებულია.