logo
ENG



დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით იერუსალიმის პატრიარქმა ფეხთბანის რიტუალი შეასრულა

16 აპრ 202016:57
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ხუთშაბათი წმინდა მიწაზეც აღნიშნეს. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ ფეხთბანის რიტუალი შეასრულა.

ტრადიციულად ცერემონია მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გარეთ იმართება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, იერუსალიმის პატრიარქმა 12 სასულიერო პირს ფეხი ეკლესიაში დაბანა. 

ეს რიტუალი სიმბოლურ სახეს ატარებს. სახარების მიხედვით, საიდუმლო სერობის ღამეს მაცხოვარმა 12 მოციქული შეკრიბა და დამოძღვრის შემდეგ თავმდაბლობის ნიშნად მათ ფეხი დაბანა.


close დახურვა