logo
ENG



დიდგორის მონუმენტთან მისასვლელი ნიშნულიდან, სავარაუდოდ, 2 არწივი მოიპარეს

08 ივნ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

ვანდალიზმი  დიდგორის მონუმენტთან -  ფეხით მისასვლელ გზაზე, რომელითაც უამრავი ტურისტი სარგებლობს, ავტომობილების საბურავების კვალი არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა შეამჩნია. მონუმენტის გარშემო მსგავსი ინციდენტისგან თავის ასაცილებლად მოწყობილი თხრილი ამოავსეს, ავტომობილებით ავიდნენ და ძეგლამდე მისასვლელი ნიშნული- 6 არწივის ქანდაკებიდან სავარაუდოდ 2 მოიპარეს. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

საყდრისის კომიტეტი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე განცხადებით გამოეხმაურა. დეტალების დასაზუსტებლად არქეოლოგსაც დაუკავშირდნენ.

ჯერჯერობით დაუდგენელია რეალურად რამდენი ქანდაკება უნდა ყოფილიყო ადგილზე. არქეოლოგი, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა ფორმულას სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საყდრისის კომიტეტი დიდგორის მემორიალის სანახავად ასვლას ხვალ აპირებს. მანამდე მათ დახმარების თხოვნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მიმართეს.

 რას აპირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი და როდის დაიწყება მოკვლევა ვანდალიზმის ან ყაჩაღობის ფაქტზე, ამ კითხვების დასმა ჩვენ მუნიციპალიტეტის მერისთვის გვსურდა, თუმცა გიორგი ქორიძე ფორმულას სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საყდრისის კომიტეტთან საუბარი მართლაც შედგა, თუმცა როდის შეისწავლიან საკითხს და მიმართავენ თუ არა შესაბამის უწყებებს გამოძიების დაწყების თხოვნით, ჯერ არ იციან.

 


close დახურვა