დიდთოვლობა შეერთებულ შტატებში. უამინდობა იუტასა და კოლორადოს შტატებს დაატყდა თავს. თოვლის საფარის სიმაღლე სტიქიის ზონაში 50 სანტიმეტრს აღწევს. იუტას შტატში თოვლი ბოლო 20 წლის განმავლობაში მეორედ მოვიდა, რის გამოც ქალაქ სოლტ ლეიკ სიტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. შტატის მასშტაბით პოლიციამ 250-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მიიღო შეტყობინება. დიდთოვლობის გამო დაგვიანებით გაიხსნა სამთავრობო დაწესებულებები. სტიქიამ ავიამიმოსვლაც შეაფერხა.