logo
ENG



დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები აჭარაში

21 იან 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

"პაციენტი ორი კილომეტრი ხელით ვატარეთ" – რა ვითარებაა ქობულეთის სოფელ ხალაში, სადაც უამინდობის გამო წყალი, გაზი, შუქი და გზაც უკვე მეორე დღეა, არ აქვთ. შიდა გზები დათოვლილია და სასწრაფო დახმარება ოჯახებამდე ვერ აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლება უკიდურესი საჭიროების მქონე მოქალაქეებს მაშველებს დაახმარს, გზები კი პირველ ეტაპზე იმ სახლებთან გაიწმინდება, საიდანაც მიცვალებულების გამოსვენებაა საჭირო.  

მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მცხოვრებლები თოვლის გაწმენდას ცარიელი ხელებით და თავიანთი ძალებით ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს არ აღწევს 850 კომლიან სოფელში მოძრაობა პარალიზებულია და პრაქტიკულად მოწყვეტილია გარესამყაროს, მოქალაქეები დახმარებას უიმედოდ ელოდებიან

 


close დახურვა