ბენ უოლესმა PA Media-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის მხარდასაჭერად 2,3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს.
მისი თქმით, ეს თანხა იარაღის შეძენას მოხმარდება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს "თავისი ცოდნისა და გამოცდილების მიწოდებას", მათ შორის საჰაერო თავდაცვის კოორდინაციისთვის.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევახსენოთ მსოფლიოს, რომ ვხედავთ, როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო კანონს, სისტემატურად მონაწილეობს ომის დანაშაულებში <...> ჩვენ ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ესმის: თუ არ შეწყვეტს იმას რასაც ახლა აკეთებს, ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები." - თქვა უოლესმა.
ომის დაწყებიდან დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დაახლოებით 2,5 მილიარდი ფუნტი გადაურიცხა, კიდევ 1,5 მილიარდი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას მოხმარდა.