დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა. სანქციების სიაში 60 მილიონი ფუნტის ($73 მილიონის) საქონელი მოხვდა. ბრიტანეთმა სანქციები ბელარუსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო დაუწესა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ახალი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები გამოაცხადა, რომლებიც კრძალავენ ბელარუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე ბრიტანეთი ნავთობგადამამუშავებელი საქონლის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტების და ფუფუნების პროდუქტების ექსპორტს აკრძალავს.
სანქციები ძალაში სამშაბათს შევა, რომლებიც ასევე აუკრძალავენ ბელარუსულ კომპანიებს ლონდონში ვალების და ფასიანი ქაღალდების გამოშვება.
სანქციების ამ პაკეტამდე, დიდმა ბრიტანეთმა ტარიფები შემოიღო ბელარუსულ საქონელზე და სანქციები დაუწესა ბელარუსის რამდენიმე მოქალაქესა და კომპანიას.