logo
ENG



დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან

31 მარ 202223:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/0l9o4529gcvpipx.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლასის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებითი ლეტალური იარაღი გაუგზავნონ.

როგორც უოლასმა 35 საერთაშორისო პარტნიორთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რიგი ქვეყნები გამოვიდნენ ახალი იდეების ინიციატივით, ზოგმა კი დიდი თანხების გამოყოფის პირობა დადო.

ლეტალური იარაღები მოიცავს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვისთვის საჭირო სისტემას, შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს,  ჯავშანტექნიკას და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას.

"დონორების დღევანდელი კონფერენცია აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც წინ აღუდგა პუტინის რუსული ჯარის უკანონო და არაპროვოცირებულ შეჭრას მის ტერიტორიაზე", - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.


close დახურვა