logo
ENG



დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაემშვიდობა

01 თებ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაემშვიდობა. 47-წლიანი წევრობის შემდეგ ქვეყანამ ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა. ისტორიულ მომენტს ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი ზეიმით, ნაწილი კი საპროტესტო აქციით შეხვდა. ზუსტად ღამის 12 საათზე, ბრექსითი ლონდონში ზარების რეკვით აღნიშნეს, შენობებზე კი ილუმინაციები გამოსახეს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშები ჩამოხსნეს ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებიდანაც. მას ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნების დროშების გვერდით დაკიდებენ. ბრექსითის წინ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ბორის ჯონსონმა. მან ქვეყანაში ახალი ეპოქის დასაწყისის შესახებ ისაუბრა. 

 


close დახურვა