logo
ENG



დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს

08 მარ 202220:52
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აპირებს. შესაბამის განცხადებას დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გააკეთებს.

შეზღუდვები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში, ეტაპობრივად ამოქმედდება და არ გავრცელდება რუსულ ბუნებრივ აირზე.

ბრიტანეთის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის კვაზი კვარტენგის განცხადებით, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტები 2022 წლის ბოლომდე აიკრძალება.

"ეს გადასვლა ბაზარს მისცემს საშუალებას, რომ სრულად ჩაანაცვლოს რუსული იმპორტი, რომელიც 8%-ს შეადგენს", - თქვა მინისტრმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავსბაიდენის თქმით, რუსული ნავთობი აღარ შევა ამერიკულ პორტებში. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პარტნიორებთან კონსულტაციით მიიღო. ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა ნავთობისა და გაზის კომპანიებს და აღნიშნა, რომ ომი და მისი შედეგები არ უნდა იყოს ფასების ზრდის საბაბი და რომ "ამას არ მოითმენს". 

 

 

 

 

 


close დახურვა