logo
ENG



დიდი ბრიტანეთი უკრაინას $375 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

03 მაი 202209:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/yqq31cawnq3b9sg.jpg

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა და სარადარო სისტემა.

რუსეთში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა უკრაინას 5 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა. ამასთან, გადასცა, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

პრემიერმინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ სხვა აღჭურვილობასთან ერთად გადასცემენ ღამის ხედვის მოწყობილობებს, სატელიტური ნავიგაციის ჩამხშობ ხელსაწყოებს, დრონებს და ჯავშანმანქანებს სამოქალაქო ოფიციალური პირებისთვის.

ბორის ჯონსონი კი გეგმავს, რომ სამშაბათს უკრაინის პარლამენტს მიმართოს.


close დახურვა