logo
ENG



დიდი ბრიტანეთი უკრაინას კიდევ $1.6-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

08 მაი 202213:49
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას კიდევ $1.6-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. 

განცხადება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ დიდი შვიდეულის ვირტუალურ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.

G7-ის ონლაინ სამიტი დღეს, 8 მაისს იმართება და მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (370 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარებას გაუწევს და ის ელექტრონულ საომარ ტექნიკას, სარადარო სისტემას, GPS და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავს. ხაზინის განცხადებით, ეს დახმარება 1.3 მილიარდი ფუნტით იზრდება.


close დახურვა