დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ექვს წყალქვეშა დრონს გადასცემს. როგორც სამინისტროში ამბობენ, ეს დაეხმარება უკრაინას სანაპირო ზოლი ნაღმებისგან გაწმინდოს და მარცვლეულის ტრანსპორტირება უფრო უსაფრთხო გახადოს.
ამასთანავე, ბრიტანეთი უკრაინის საზღვაო ძალების ათობით თანამშრომელს დრონების მართვისთვის გაწვრთნის.