დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის წინადადებამ, საპარლამენტო არჩვენების 12 დეკემბერს ჩატარების შესახებ, თემთა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა. ბორის ჯონსონმა ახალი პარლამენტის არჩევის ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც გასულ კვირას თემთა პალატამ ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დამტკიცებაზე უარი თქვა. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე კი ქვეყნის პრემიერი ოფიციალურად დათანხმდა ევროკავშირის წინადადებას, ბრექსიტის 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადების შესახებ. ევროსაბჭოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, ბორის ჯონსონმა განმარტა, რომ იძულებულია ბრიუსელის წინადადება მიიღოს.