logo
ENG



დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იუბილარია

23 აპრ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იუბილარია. პრინცი ლუი დღეს 2 წლის გახდა. კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა და მისმა მეუღლემ, ქეით მიდლტონმა მესამე შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ახალი ფოტოები გაავრცელეს. მათზე პატარა პრინცი ცისარტყელის პოსტერს აკეთებს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ცისარტყელა იმედის სიმბოლოდ იქცა. ფოტოები პრინც ლუის დედამ ნორფოლკის რეზიდენციაში აპრილის დასაწყისში გადაუღო. 


close დახურვა