logo
ENG



დიდი შვიდეული პუტინზე: მან თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა

24 თებ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
დიდი შვიდეული პუტინზე: მან თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ევროპის კონტინენტზე ომი ხელახლა წამოიწყო. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. 

"მან თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა. [...] ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის განგრძობად უარს, ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში, ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ვდგავართ პარტნიორებთან, მათ შორის, ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც უკრაინასთან ერთად", - წერენ ლიდერები.

დიდი შვიდეულის შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერი კაშიდა ფუმიო, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვან დელ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი.


close დახურვა