logo
ENG



დიდი შვიდეულის ლიდერებმა საგანგებო სხდომა გამართეს

16 ნოე 202209:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/cdp569ojjyegnl8.jpg

პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს. ამჟამად ქვეყნის ლიდერები ბალიზე იმყოფებიან, სადაც დიდი ოცეულის სამიტი მიმდინარეობდა.

როგორც BBC კორესპონდენტო ადგილიდან იუწყება, რაკეტების ჩამოვარდნის გამო სამიტის სტუმრებს განრიგის შეცვლა მოუწიათ.

სხდომის დაწყების წინ პოლონეთის პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ესაუბრნენ.

შეხვედრაში, რომელსაც თეთრ სახლში "საგანგებო მრგვალი მაგიდა უწოდეს", მონაწილეობდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იაპონიისა და ნიდერლანდების ლიდერები.

პოლონეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ პშევოდუვთან 2 რაკეტა ჩამოვარდა.

პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტია ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები. 


close დახურვა