logo
ENG



დიდი შვიდეულის სამიტის შედეგები

14 ივნ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება ამერიკასთან და 50 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაიფარება. ამ შედეგით სრულდება უკრაინისთვის იტალიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტი. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა რომის პაპსაც, რომელიც მსგავს ფორმატს პირველად დაესწრო. ამ ფონზე, პუტინმა ის პირობები დაასახელა, რა შემთხვევაშიც მზად არის შეწყვიტოს ომი. ოკუპანტი ქვეყნის შეთავაზებას უარით უპასუხეს კიევში. პენტაგონის ხელმძღვანელმა კი პუტინს შეახსენა, რომ კარნახის უფლება არ აქვს.

 


close დახურვა