logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

02 აპრ 202515:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/02/ma9flcus5rrsgvn.jpg

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

სასამართლო კლანის წევრები დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. 

მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქონება გაეყინებათ, ასევე საბანკო ანგარიშები. 

დოკუმენტის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძ და ლევან მურუსიძე ჩართული იყვნენ სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავის საქმიანობას და იყენებდნენ საკუთარ გავლენას ქართული ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. 


close დახურვა