logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

08 აპრ 202215:11
3 წუთის საკითხავი
 

დიდმა ბრიტანეთმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებს - კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას - სანქციები დაუწესა.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი აქტივებს გაუყინავს საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილსაც.

"ჩვენ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი ურტყამს ელიტასა და მათ ოჯახებს, ამავდროულად ამცირებს რუსულ ეკონომიკას იმ მასშტაბებით, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უნახავს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

რამდენიმე დღის წინ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა აშშ-მ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პუტინი თავის აქტივებს, სწორედ შვილებთან მალავს.


close დახურვა