logo
ENG



დიდუბეში 3 ადამიანის დაჭრისთვის 1994 წელს დაბადებული კაცი დააკავეს

20 თებ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 

შსს-მ დიდუბეში 3 ადამიანის დაჭრისთვის 1994 წელს დაბადებული კაცი დააკავა. 

შემთხვევა 19 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ კაცებთან შელაპარაკება მოუვიდა, შედეგად თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

პოლიციამ დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.


close დახურვა