logo
ENG



დიდუბეში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას გასროლა მოჰყვა

13 ივლ 202008:06
3 წუთის საკითხავი
 

გვიან ღამით დიდუბეში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ქუჩური გარჩევა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დამთავრდა.

ადგილობრივების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა, მათივე ვარაუდით,  ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაშინების მიზნით ჰაერში გაისროლა.

„გაწევ-გამოწევა იყო ახალგაზრდებს შორის. ხმაური და გასროლის ხმა იყო. ღმერთმა გვიშველა, რომ არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იქვე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღეს. უცნობია დააკავებულების შესახებ ინფორმაცია.


close დახურვა