გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევას თვითმხილველიც ჰყავდა, რომელიც აცხადებს, რომ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბში 5-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტისას კი 3 ადამიანი დანით დაჭრეს.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საქმის დამატებითი დეტალები უცნობია.
ფორმულა უკვე დაუკავშირდა შსს-ს და მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.