logo
ENG



დიდუბის რაიონში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ 2 პირი დააკავა

23 აპრ 202316:42
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 აპრილს დიდუბის რაიონში, ა.ქურდიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მომხდარ მკვლელობაზე 2 ადამიანი დააკავეს - განზრახ მკვლელობის ბრალდებითა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

შსს-ს ცნობით, 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო და ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავა. დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მკვლელობას შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

განზრახ მკვლელობის დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა კი 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორივე პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.

 

close დახურვა