საფრანგეთში მოღვაწე, წარმოშობით იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა პარიზში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას LE FIGARO ავრცელებს.
დიზაინერი 81 წლის იყო.
ტაკადა 1939 წლის 27 თებერვალს დაიბადა. ის არის მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ბრენდის, კენზოს დამფუძნებელი. ტანსაცმლისა და სუნამოების ბრენდი ტაკადამ 1970 წელს დააარსა.
