logo
ENG



დილით ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

14 ოქტ 202209:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/k7flixei1yne3wu.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, დილით რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. 

"მტერი თავს დაესხა ზაპოროჟიეს. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა განადგურდა." - განაცხადა ზაპორიჟჟიას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კურტევმა Telegram-ზე.

კურტევის თქმით, თავდასხმის ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი. უცნობია მოჰყვა თუ არა დაბომბვას მსხვერპლი. 


close დახურვა