პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
როგორც ცქიტიშვილმა „ფორმულასთნ“ საუბრისას აღნიშნა, შოთაძის დაბრუნება საზოგადოების მხრიდან პროკურატურის მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„გადაწყვეტილება, რომელსაც ცალსახად იღებს შოთაძე და მმართველი გუნდი, მგონია, რომ არის არასწორი. დღეს არსებული საზოგადოების დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ ისედაც ბევრ კითხვებს ბადებს. კრიზისულია ნდობის ხარისხი. შოთაძის დაბრუნება ამ პრობლემის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს, პირიქით, გააღრმავებს საზოგადოების უნდობლობას.
ადამიანი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ იყო კრიზისი პროკურატურასა და საზოგადოების განწყობებს შორის, მისი დაბრუნებით უფრო გააღრმავებს ამ კრიზისულ ურთიერთობას. ეს არც სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და იქნება უფრო ბევრი კითხვის ნიშანის გამჩენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.