logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძე: ბავშვთა სიღარიბის დონე ოპოზიციამ წინა პერიოდს შეადაროს

29 მაი 202015:55
3 წუთის საკითხავი
 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ბავშვთა სიღარიბე დღესაც გამოწვევაა, თუმცა მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო წინა ხელისუფლების დროს. შესაბამისად, უმჯობესი იქნება ოპოზიცია სწორედ აქედან თუ შეაფასებს მოვლენებს.

"ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში პრობლემაა და ეს გუშინ არ დაწყებულა. თუმცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც სვამენ კითხვას ამ მიმართულებით, უნდა შეადარონ ეს საკითხი იმ პერიოდს, რა მდგომარეობაშიც მათ ჰყავდათ ბავშვები. მაშინ რა სიღარიბეც იყო, იმასთან შედარებით დღეს მნიშვნელოვნად განსხვავებული მდგომარეობაა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პიკური მაჩვენებლი 2009 წელს იყო და დღეს ის მნიშვნელოვნადაა დაკლებული",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


close დახურვა