logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძე გადაცემის წამყვანს დაუპირისპირდა: შევცდი, რომ თქვენს ტელევიზიაში ჩავერთე

15 ნოე 201921:35
3 წუთის საკითხავი
 
gozxvopmqva0le5.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრობდა. მისი განცხადებით, ის 2016 წლიდან აკეთებდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარული სისტემის მომხრე იყო და სწორედ ამ სისტემით სურდა პარლამენტში შესვლა.

„2016 წელს მე გავაკეთე განცხადება და საკუთარ გუნდს ვთხოვე, რომ პარტიულ სიაში არ ჩავეწერე იმიტომ, რომ მე პარლამენტში შევიდოდი მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი არჩევის წესით. მაშინაც იყო ჩემი დამოკიდებულება, რომ პარლამენტში უნდა შევსულიყავი მეც, რომელსაც მაჟორიტარული სისტემის მოთხოვნა მქონდა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამაზე გადაცემის წამყვანმა ხუნდაძეს განუცხადა, რომ ეს არ გამორიცხავდა იმას, რომ ის არ ყოფილა იმ 93 დეპუტატს შორის, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადა. (პროექტი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა).

ამ განცხადებას ოცნების დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა.  

„ვადასტურებ, რომ შევცდი, რომ თქვენს ტელევიზიაში ჩავერთე. თქვენთან შეუძლებელია საუბარი. მე მაქვს უფლება, რომ აღარ ჩაგერთოთ და ამ უფლებას გამოვიყენებ,“- განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანმა სოფო ზურაბიანმა  „ქართული ოცნების“ დეპუტატს განუცხადა, რომ კითხვები რომლებსაც ის სვამდა მისი პირადი კითხვები კი არა საზოგადოების კითხვებია. 


close დახურვა