თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა.
1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე", გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა.
თბილისის „დინამოდან“ მოწინააღმდეგის კარში გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა.