logo
ENG



შაბათის ფორმულა: კახა კალაძე თბილისის დინამოს ყიდვით არის დაინტერესებული

20 იან 202421:15
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის დინამოს ყიდვით არის დაინტერესებული. იყიდება ყველაფერი - დინამოს ბაზა, სადაც ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, ბრენდი დინამო და აკადემია.

ინფორმაცია დინამო თბილისის გაყიდვაზე რომან ფიფიამ შაბათის ფორმულას ოფიციალურად დაუდასტურა. პრეზიდენტი ამბობს, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება, ამიტომ მოედანზე ახალი მოთამაშე სჭირდება. ბიზნესმენი, რომელმაც დინამოს მოდერნიზება 11 წლის წინ დაიწყო, მზად არის 50% წილი ახალ ინესტროს გადააბაროს. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით, ახალი ბიზნეს პარტნიორი მის შემოთავაზებებს უნდა დათანხმდეს.

რომან ფიფია ადასტურებს, რომ ორ ქართველ ბიზნესმენს კლუბის ყიდვა სურდა, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა, მოლაპარაკებები უცხოელებთანაც გრძელდება.

შაბათის ფორმულას ცნობით, კახი კალაძე, რომან ფიფიას ბიზნეს წილებით ჯერ კიდევ 2 წლის წინ, მაშინ დაინტერესდა, როდესაც კლუბის პრეზიდენტმა თბილისი დინამოს გაყიდვის შესახებ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მაშინ, ფიფია კლუბს 25 მილიონად აფასებდა, დედაქალაქის მერი გავლენიან ბიზნესმენს 1 წლის წინ, პირისპირ შეხვდა და 25-ს ნაცვლად 50 მილიონი შესთავაზა. თუმცა, რომან ფიფიამ მილანის ყოფილი მცელი და თბილისის მოქმედი მერი უარით გაისტუმრა.

შაბათის ფორმულას სანდო წყარო დედაქალაქის მერის გარემოცვიდან უყვება, რომ კალაძემ ამ ეტაპზე დინამოს გადაფორმება მეგობარ ბიზნესმენს სთხოვა.


close დახურვა