logo
ENG



დისკრიმინაციული კარანტინი - საქართველოს ცა ისევ ჩაკეტილია

06 სექ 202021:56
3 წუთის საკითხავი
 
18q2ktxs07us2fu.jpg

 

საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიას, ესტონეთს, საფრანგეთს, ლატვიას და ლიეტუვას საზღვრები გაუხსნა, თუმცა ცა ისევ ჩაკეტილია. საავიაციო რუქაზე მხოლოდ საქართველოა ის ქვეყანა, რომლის თავზეც თვითმფრინავები არ დაფრინავს. ქვეყანა ჩაკეტილია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც სამშობლოში ჩამოსვლას 12-დღიანი კარანტინის გამო არიდებენ თავს. ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა უკვე წლებია ცხოვრობენ, რომელიმე იმ 5 ქვეყანაში, რომელსაც საქართველომ დათქმის გარეშე გაუხსნა საზღვრები, მაინც ექვემდებარებიან კარანტინს. აეროპორტში ჩამოსვლის თანავე მგზავრებს სვავენ ავტობუსებში და პოლიციის ესკორტის თანხლებით აცილებენ სასტუმრომდე.

შერჩევითი სავალდებულო კარანტინი, რომ დისკრიმინაციული და არამართებულია ამას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ვკითხულობთ.

სანამ საკოორდინაციო საბჭოს წევრები მსჯელობენ უნდა შემცირდეს თუ არა საკარანტინე პერიოდი, ამ დროს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აქციებს აანონსებენ და ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ. საქართველოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მყოფებმა წელიწადში ერთხელ მაინც შეძლონ სამშობლოში თუნდაც რამდენიმე დღით დაბრუნება, თანაც ისე რომ არც სამსახური დაკარგონ და არს სასაწავლებელში შეექმნათ პრობლემები. უფრო მეტიც ისინი მზად არიან თავიანთი სახსრებით გაიკეთონ ტესტები  წარადგინონ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ისინი უბრალოდ მოითხოვენ, რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული, შერჩევითი კარანტინი და მათ ოჯახის წევრების მონახულების საშუალება მიეცეთ.

 


close დახურვა