logo
ENG



დისკუსია იყო მაღალ ტონალობაში - ოქრიაშვილი გიგა ბუკიასთან დაპირისპირებაზე

13 ნოე 201917:08
3 წუთის საკითხავი
 
fz0nhyzzii86n33.png

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მხარს არც ხვალ არ დაუჭერს.

დეპუტატმა გიგა ბუკიასთან დაპირისპირებაზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს დისკუსია იყო მაღალ ტონალობაში.

„ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, მე და გიგა ბუკია სხვადასხვა აზრზე ვართ. დისკუსია იყო მაღალ ტონალობაში. საუბარი ეხებოდა მხოლოდ პროპორციულ სისტემას,“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

რაც შეეხება, უმრავლესობის სხდომის დეტალებს, ოქროაშვილი აცხადებს, რომ ეს მისთვის დატუქსვა იყო.

„მე მხარს ხვალაც არ დავუჭერ. ჩემთვის დატუქსვაა, როცა ამბობ რომ პარტიული დისციპლინაა და უნდა დაემორჩილო,“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

პოზიციას არ ცვლის არც დიმიტრი ხუნდაძე და აცხადებს, რომ მისი პოზიცია არა ჯიუტი კაცის, არამედ პასუხისმგებლიანი დეპუტატის პოზიციაა. 

"ჩემ დარწმუნებას ვერავინ შეეცდება. ჩემი პოზიცია არ არის ჯიუტი კაცის პოზიცია, ეს არის პასუხისმგებლიანი დეპუტატის პოზიცია. აღმოჩნდა რომ პასუხისმგებლიანი დეპუტატები არიან საკმაოდ ბევრი," - აღნიშნა ხუნდაძემ. 

 


close დახურვა