logo
ENG



დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

03 ივნ 202610:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/03/t4x06iimas1uydl.png

დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება.

„დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენად,“ - აღნიშნულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა