logo
ENG



დიღმელაშვილი: მივიღებთ იმას, რაშიც თვალის ჩინი გადავიხადეთ, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება

30 ნოე 201912:16
3 წუთის საკითხავი
clock 216
49j7rxt4lfbrldc.jpg

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ფორმატი მიუღებელია, რადგან სამოქალაქო საზოგადოება შეხვედრაზე მიწვეული არ იყო. როგორც დიღმელაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამოქალაქო აქტივისტები მშვიდობიან მანიფესტაციას გააგრძელებენ. 

"ჩვენთვის ეს ფორმატი მიუღებელია. იქ წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები, ალბათ, ერთადერთი, რითაც შეძლებენ „ევაჭრონ“ ხელისუფლებას, ეს არის პოლიტიკური კრიზისის დეესკალაცია, რაც ნიშნავს აქციების დამთავრებას. პრობლემა იმაშია, რომ ეს პარტიები ვერ გადაწყვეტენ, როდის დასრულდება აქციები, ამას ვწყვეტთ ჩვენ - სამოქალაქო საზოგადოება. მივმართეთ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე პარტიებს, ყველა მომხრეა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც მხარე, წარმოდგენილი. თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი ასეთია და ეს არის მორიგი ცირკი. ჩვენი გეგმები არ იცვლება. მივიღებთ იმას, რაშიც თვალის ჩინი და სისხლი გადავიხადეთ", - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. 

 


close დახურვა