![qwbzn0kezrfk544.jpg](/uploads_script3/news/qwbzn0kezrfk544.jpg)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იწვოდა ოთახი და აივანი.
ადგილზე 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე, ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.
ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია, არავინ დაშავებულა.