დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.
სამუშაოები უკვე დაწყებულია.
უცნობია, როდის დასრულდება ის და როდის შეძლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას.
" width="476" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true">
ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საველე ჰოსპიტლის საკითხი განიხილება, თუმცა, კონკრეტულად სად გაიშლებოდა საწოლები, ტიკარაძემ არ დააკონკრეტა.
ჯანდაცვის უწყების განცხადებით, საქართველოს კლინიკებში სულ 8 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და მათი უმეტესობა დაკავებულია.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ერთდროულად 53 614 ადამიანია ინფიცირებული.
საქართველოში კორონავირუსს 6403 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 45 ბოლო 24 საათში დაიღუპა. გამოვლინდა 481 578 შემთხვევა.