logo
ENG



დიღმის ჭალების ტერიტორიას გაქრობა ემუქრება - ლელო განცხადებას ავრცელებს

17 მაი 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

სხვა რეკრეციული სივრცეების მსგავსად დიღმის ჭალების ტერიტორიასაც გაქრობა ემუქრება - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ წევრებმა ისაუბრეს.

მათი თქმით, დედაქალაქის მერმა ორჯერ დააანონსა, რომ ტერიტორიაზე სარეკრეაციო პარკი აშენდებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა.

„ლელოს“ წევრების თქმით, ტერიტორიაზე ყოველდღიურად იჩეხება ხეები და შეაქვთ სამშენებლო ნაგავი.

„თბილისის გენ.გეგმით დიღმის ჭალებს იცავს სარეკრეაციო და სატყეო ზონის სტატუსი - დაუშვებელია რაიმე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ნაგავი სერიოზულ ზიანს აყენებს მიწასა და წყალსაც. მერია ყოველწლიურად გვპირდება პარკის გაშენებას, მაგრამ ყოველწლიურად უფრო და უფრო ანადგურებს მის პოტენციალს. მერიის საკუთრებაში არსებობს 45 ჰექტარი, მაგრამ განცხადებაში წერია, რომ პოტენციალი მხოლოდ 15 ჰექტარია. დანარჩენი 30 ჰექტარი მიწის ტერიტორიის ბედი ცნობილი გახდა, როცა მერიამ ის გასაყიდად გამოიტანა", - აცხადებენ პარტიაში.


close დახურვა