დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად 7 სახლის სახურავი დაზიანდა. გარდა ამისა, წყალი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში შევიდა და მოსახლეობას ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურა.
დიღმის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, ზარალი ჯერ-ჯერობით დათვლილი არაა. ისინი მომხდარს ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ.
საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით, დაზარალებულებს დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს.
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო და მერიის სამსახურები. სამსახურებმა ჩაატარეს ყველა მიმართულებით სამუშაოები. ყველა დაზარალებულს გავუწევთ დახმარებას, მიმდინარეობს აღწერა", - ამბობს გაიოზ ვასაძე.
უხვი ნალექის გამო დიდი დიღომსა და სოფელ დიღომში გუშინ, 30 აპრილის ღამით მოვიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე 20-მდე ჯგუფი მუშაობდა. ამ ეტაპზე მუშაობს 10 სამაშველი ჯგუფი. ასევე, 112-ზე 50-მდე ზარი შევიდა დახმარების თხოვნით.